შაბათი, მაისი 10, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებირუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა...

რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა საქართველოს მოქალაქეებისათვის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR), საქართველოს მხარის მიერ შეტანილი სარჩელის რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ და მას 17 მოსამართლიდან 16-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი  მხოლოდ რუს მოსამართლე დიმიტრი დედოვი იყო.

დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში საწარმომადგენლობის უფროსი ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში ირაკლი გივიაშვილი.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა მოცემული თანხა საქართველოს სახელმწიფოს დღეიდან 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაურიცხოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს. დიდი პალატის მიერ ასევე დაზუსტებულია, რომ საქართველოს სახელმწიფომ მიღებული თანხა სულ ცოტა 1500 დაზარალებულზე ისე უნდა გადაანაწილოს, რომ მათთაგან, ვინც მხოლოდ კოლექტიური გაძევების მსხვერპლი იყო, თითოეულმა 2000 ევროს ოდენობის თანხა, ხოლო ასევე უკანონო დაკავების/პატიმრობისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებმა დამატებით 10 ათასიდან 15 ათასამდე ევრო მიიღონ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...