სამშაბათი, აპრილი 23, 2024

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად კოორდინირებულად მუშაობს, საქართველოს მთავრობა და სხვა ყველა უწყებაც – ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კოორდინირებულად მუშაობს, როგორც საქართველოს მთავრობა, აგრეთვე ყველა სხვა უწყებაც – განაცხადა  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მარნეულში, ჟურნალისტებთან კომენტარში:

,,შეიძლება მოხდეს კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც კოორდინირებულად მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყებაც, იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს და შესაბამისად არ მოხდეს ინფექციის უკონტროლო გავრცელება.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული