ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ქართული ოცნების” მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება – გიორგი ვაშაძე

ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის 15%-იანი დახმარების შემცირებას ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედების შედეგი და საქართველოს დამოუკიდებლობის იტორიაში პირველად მოხდა, რომ აშშ-მ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები გამოიყენა:

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება.

ხაზს ვუსვამ, ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს, „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე.

სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში. საქართველოში აღარ შემოდის ინვესტიცია, თუ ეს არ არის შეთანხმებული ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.

მეგობრებო ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისათვის, უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი – ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული