ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიადამიანის უფლებათა ცენტრი და ზაზა სარალიძე საქართველოს მთავარ...

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ზაზა სარალიძე საქართველოს მთავარ პროკუროთან შეხვედრას მოითხოვენ

1 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ „მთავარში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენცია ეხება როგორც უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლოში მიმდინარეობას, ასევე რამდენიმე სხვა საქმეს, რომლებიც დაკავშირებულია ზაზა სარალიძესთან და მის სამოქალაქო პროტესტთან.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლის ფაქტი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.
3 იანვარს შვილმოკლული მამების მიმართ გაუმართლებელ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, როცა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გადაცემის გარეშე განუმარტეს, რომ მალე, კერძოდ – 7 დღეში, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევდათ და მათ დაიჭერდნენ. მუქარა ეხება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ აქცია სახელმწიფომ დაზარალებული ბრალდებულად. მიუხედავად ბრალდებულის სტატუსისა, ზაზა სარალიძე მთელი საზოგადოებისათვის ამ სასამართლო პროცესზეც დაზარალებულია.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გაუმართლებელია, როდესაც ეს საქმე ცალმხრივად არის გამოძიებული და არაფერი კეთდება შინაგან სამინისტროს იმ წარმომადგენელთა პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და დოკუმენტაცის გარეშე ჩამოართვეს და გაიტაცეს კარვები. ამ სამარცხვინო კადრებს საზოგადოება ტელევიზიით ადევნებდა თვალს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას, რათა დაზარალებულსა და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს მიეცეთ შესაძლებლობა, პირადად ესაუბრონ მას ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გარშემო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...