პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაპრობლემის შექმნისას "შემთხვევითობა" ხშირად უპასუხისმგებლობის გამოა

პრობლემის შექმნისას “შემთხვევითობა” ხშირად უპასუხისმგებლობის გამოა

დღეს დილიდან სერიოზული ხარვეზებით მუშაობდა სააგენტო “პარალელის” ვებ-გვერდი (www.paraleli.ge). ამჟამად ხარვეზი გასწორდა მაგრამ…
პრობლემის შექმნისას “შემთხვევითობა” რომ უპასუხისმგებლობის გამოა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით დღეს.
სიტუაცია კი ასე განვითარდა:
2 ივლისს განვახორციელეთ დომენის (paraleli.ge) ტრანსფერი ერთი რეგისტრატორიდან მეორეზე (დომენის მოქმედების ვადა ა.წ. 5 ივლისის ჩათვლით იყო) და თანხის გადასახდელად ერთ-ერთ ბანკში მივედით, პირველი უცნაურობაც იქ მოხდა. მივაწოდეთ ინვოისი, მოვამზადეთ თანხა, ერთი წუთითო მოლარემ, აიღო ინვოისი და სადღაც გავიდა 10 წუთით და მეტითაც. ძალიან კი გაგვიკვირდა, მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება, გადავიხადეთ დომენის განახლების/ტრანსფერის საფასური და დაიმედებულებმა გავაგრძელეთ სააგენტოზე პუბლიკაციების გამოქვეყნება.
დღეს დილიდან კი დაიწყო სერიოზული პრობლემები, დიდწილად გათიშული იყო საიტი. ჯერ ჰოსტინგს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემა დომენზეა, დავუკავშირდით დომენების რეგისტრატორს, სადაც განვახორციელეთ ტრანსფერი, მათი ტექნიკური სამსახური კი მთელი 15-20 წუთი გვიმტკიცებდა, რომ პრობლემა ჰოსტინგზეაო. თავი რომ არ შეგაწყინოთ დეტალებით, გეტყვით, რომ ახლახანს დაგვიკავშირდა დომენების რეგისტრატორი კომპანიის დირექტორი და გვითხრა, რომ აღმოვაჩინეთ ხარვეზი, ერთ სიმბოლოში იყო შეცდომა დაშვებული, გავასწორებთ და მალე ჩაირთვებაო, თუმცა მანამდე კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა ლამის ყველას დააბრალა მიზეზი, ოღონდ პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა, არადა შეეძლო გადაემოწმებინა – მათთან ხომ არ იყო პრობლემა…
საწყენია ასეთი დამოკიდებულება!
სააგენტოს ძვირფასო მკითხველებო, კომპანიის მხრიდან შექმნილი პრობლემის, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო წარმოქმნილი დისკომფორტის გამო სააგენტო გიხდით ბოდიშს.
სააგენტო “პარალელი” ისევ თქვენს სამსახურშია და კვლავაც გააგრძელებს მიუკერძოებელი, ობიექტური, დაბალანსებული პუბლიკაციების გამოქვეყნებას.
მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის!
სააგენტო “პარალელის” ადმინისტრაცია
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...