პარასკევი, აპრილი 19, 2024

პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ – განათლების სამინისტრო

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ. სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს.

ამ დროისთვის, 70-მა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ფოთის კოლეჯს „ფაზისი“ და ოზურგეთის კოლეჯს „ჰორიზონტი“ ესტუმრა და დეტალურად გაეცნო სასწავლო პროცესის აღდგენისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორივე პროფესიული კოლეჯი სრულ მზადყოფნაშია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაახლოს სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შეუქმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული