კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიმკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტების ხაზიდან ყურადღების...

მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტების ხაზიდან ყურადღების გადატანა ხდება და ამის ნაცვლად უნდათ შემოგვასაღონ ნინო გიორგობიანი – ნიკა გვარამია

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თავის ვარაუდებს გამოთქვამს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი აზრით გამიზნულად ხდება მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტებისტებიდან შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორზე, ნინო გიორგობიანზე ყურადღების გადატანა:

რაც შეეხება ნინო გიორგობიანს და მასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის ცნობილ გარემოებებს:

ნინო გიორგობიანის ნათესავი ფოტოგრაფი დაზარალებულია და მკვლელის ან მკვლელობის ორგანიზების ჩამდენი არაა, ეს უცხადესია. მისი დანაშაული (და, თუ გიორგობიანი ჩაერია – მისიც), არის მტკციებულებების მოსპობა და ცრუ ჩვენება.

ვისაც სხვაგვარად სურს გიორგობიანის ხაზის განვითარება, იმის ამოცანა, ამ მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტების ხაზიდან ყურადღების გადატანაა და ამის ნაცვლად უნდათ შემოგვასაღონ ნინო გიორგობიანი.

და, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: თითქოს პატრული და მასთან ერთად კრიმპოლის მანქანა გამოძახებაზე კი არ გავიდა და მერე უკან კი არ მოაბრუნეს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე არ გახსნილიყო, არამედ გიორგობიანმა გააგზავნა ნათესავი ფოტოგრაფის საევაკუაციოდ. კრიმპოლის მანქანა – საევაკუაციოდ :))) თითქოს საკუთარი მანქანები ან არაოპერატიული მანქანები აკლდეს გიორგობიანის უწყებას.

მოკლედ, გიორგობიანის ამბის ცენტრალურ ხაზად შემოგდება ბოდვაა და არც არავის ჯერა, მაგრამ აი “გამვლელი პატრულის” ვერსიის გამყარებას კი ემსახურება, რაც კვალის არევის მორიგი მცდელობაა, თავისი მორიგი მხარდამჭერებით.

საკენკის ასაკიდან თუ არ გამოსულხართ, წადით, ლოგიკა და საგამოძიებო უნარები განივითარეთ და მერე დაკავდით ბრძნადმეტყველებით. თუ გამოსულხართ, ესე იგი, ახლა სხვა საკენკზე ყავხართ შესმული ბიძინას. აი, კონვერტებით რომ დააქვთ, იმ საკენკზე,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...