კვირა, ივნისი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემები1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250...

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებელთათვის 300 ლარი

გაზრდილი პენსიით დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი ისარგებლებს. პენსიის გაზრდის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარი იქნება.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების გაზრდილი პენსიით დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...