შაბათი, აპრილი 20, 2024

საკმარისია რაიმე უარყოფითი ვთქვა “ნაციონალებზე” ან “ევროპულ საქართველოზე” და ტელეკომპანია “იმედი” მაშინვე მზად არის – ანა დოლიძე

ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა პარტია ,,მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ. მისი თქმით, მათ არ ადარდებთ, არც სიღარიბე, არც სიცოცხლე და არც ქვეყანა. ტელეკომპანია ,, იმედი“ მნიშვნელოვან ბრიფინგებს არ აშუქებს, თუმცა საკმარისია რაიმე უარყოფითი ითქვას ,,ნაციონალებზე“ ან ,,ევროპულ საქართველოზე“ და მაშინვე მობილიზებულები არიან.

,,როგორ მუშაობს ორპოლუსიანობა – TV IMEDI-ისთვის თითქმის არ ვარსებობ. პენსიებზე მაქვს ბრიფინგი თუ ბაღებზე, არ მოდიან და არ აშუქებენ. ხოლო საკმარისია რაიმე უარყოფითი ვთქვა ,,ნაციონალებზე“ ან ,,ევროპულ საქართველოზე“, მაშინვე მზად არიან. არ ადარდებთ არც სიღარიბე, არც სიცოცხლე და არც ქვეყანა, ოღონდ ორი პარტია შეინარჩუნონ,“ – აღნიშნავს ანა დოლიძე.

იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი იხსენებს მის მიერ ,,ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოზიციას, სადაც ,,მოძრაობა ხალხისთვის” თავმჯდომარე, ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ გერმანიის ელჩის მისამართით დაფიქსირებულ მწვავე კომენტარებს აკრიტიკებდა, ხოლო ტელეკომპანია ,,იმედმა” ეს განცხადება ოპერატიულ რეჟიმში გააშუქა:

,,გერმანიის ელჩზე ორგანიზებული პიარ-თავდასხმა, გიგა ბოკერიას მეთაურობით, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. მორიგი დადასტურება, რომ ამ ხალხისთვის მხოლოდ ის აზრია მისაღები და “ევროპული”, რომელიც საკუთარს ემთხვევა. ყველა სხვა, ვისაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ალეკო ელისაშვილიდან დაწყებული, გერმანიის ელჩით დამთავრებული, ჯგუფურ ბულინგში მოჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიამ ,,ნაციონალურ” მოძრაობას უღალატა, არ უღალატა იმ ერთაზროვნების დიქტატის პრინციპს, რომელიც წინა მთავრობის დროს თვითონვე შექმნა და რომელსაც შემდეგ თვითონვე გაემიჯნა,” – წერს ანა დოლიძე, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული