პარასკევი, აპრილი 19, 2024

გერმანიის ელჩთან მიმართებაში საკითხი უნდა დავხუროთ იმიტომ, რომ თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან ჩვენთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გერმანიის ელჩმა თავის განცხადებაში გარკვეული შეცდომა დაუშვა, თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან საქართველოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„გერმანია ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირი ჩვენი ოჯახია, ვფიქრობ რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში.

თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დავხუროთ იმიტომ, რომ თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან ჩვენთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული