პარასკევი, აპრილი 19, 2024

გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვარს, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი – დავით ზალკალიანი

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო არის ამ სიაში, თუმცა ამას სჭირდება ოფიციალური დადასტურება ევროკავშირის მხრიდან. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ამ სიაში მოხვდება, შემდეგ ევროკავშირს ექნება კონკრეტული რეგულაციები. მინისტრის თქმით, ამ რეგულაციებს ქვეყნის მთავრობა შეასრულებს:

ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, ჯერ საბოლოო გადაწყეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, საქართველო არის და იქნება იმ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებასა და მთავრობას ჰქონდა და აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ყველა წესი იქნება გაწერილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის დროს, ეს იქნება მიღებული სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ის, რაც ვრცელდება, არის მედიის მიერ გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად უნდა იყოს დადასტურებული. ამიტომ ჩვენ ველით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. ველით, რომ დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, 4 დღეა ეს დისკუსია მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული