შაბათი, აპრილი 20, 2024

საარჩევნო კოდექსში მივიღებთ ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს – არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კოდექსის სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად შეასრულებს დადებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ და გამჭირვალე საარჩევნო გარემოს:

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავის პარტნიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის და პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია მნიშვნელოვან ცვლილებებს. დღეიდან ჩვენ უკვე მუშაობას ვიწყებთ საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი, ასევე, მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.

ამით, ხელისუფლება სრულად შეასრულებს დადებულ პირობას და უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე, როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული