შაბათი, აპრილი 20, 2024

გერმანიას უფრო გამოცდილი ელჩი უნდა ჰყავდეს – გიგა ბოკერია

სასურველია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს და საქართველოს მეგობარ ქვეყანას, გერმანიას უფრო კვალიფიციური ელჩი ჰყავდეს, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ჰუბერტ ქნირშის განცხადებას. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ კარგია, როცა დიპლომატს მეტი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია აქვს, თუმცა ,,ევროპული საქართველო“ გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ მოითხოვს:

,,მე და ჩემი გუნდი ,,ევროპული საქართველო“ გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ. უბრალოდ წუხილი გამოვთქვით და შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაიკარგა და კიდევ ერთხელ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ და მას ეს არ ეყო. არაუშავს, ყველას მოსდის ესეთი რაღაცები. სასურველია, რომ ასეთი მნიშვნელოვან მოთამაშეს და საქართველოს მეგობარ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული