spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგამოძახებულმა მოძალადეებმა 19 წლის ბიჭი მოკლეს, ჩვენ კი...

გამოძახებულმა მოძალადეებმა 19 წლის ბიჭი მოკლეს, ჩვენ კი მოვახერხეთ იუბილარი გველანძღა… – რუსუდან გოცირიძე

ქვეყანაში ბოლო დროს დატრიალებულ ტრაგედიებზე ამახვილებს ყურადღებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ილიას უნივერსიტეტის ქრისტიანული თეოლოგიის მაგისტრი რუსუდან გოცირიძე და საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად კონკრეტულ ტრაგიკულ ფაქტებს იხსენებს:

ბავშვმა თავი მოიკლა პოლიციის დაკითხვის მერე და ერთი ბიძგი და გადავერთეთ სკოლის ლანძღვაზე, დაგვავიწყდა დაკითხვაზე ძალადობის ამბავი…

სკოლის ბავშვებმა თავიანთი თანატოლები დაჩეხეს სკოლის ეზოში და იმაზე ვლაპარაკობდით, რომ მამამ, თურმე როგორ აგინა მთავრობას, ვისთან ერთად დადგა პროტესტისას და სრულებით დაგვავიწყდა სკოლის უკანა ეზოდან გამქრალი ფარდული, ვიღაც ბიძების დაკითხულ-დამუშავებული თინეიჯერები….

კაცს შვილი მოუკლეს ლოგინში და იმაზე ავვიშვიშდით, როგორ თქვა მთელი სოფელი თავს ავიფეთქებთ, თუ სიმართლეს ვერ ვიპოვითო…

19 წლის ბიჭი მოკლეს გამოძახებულმა მოძალადეებმა და ჩვენ მოვახერხეთ იუბილარი გველანძღა და დაგვვიწყებოდა, რომ ქურდული გარჩევებია მთავარი სატკივარი და არა დაქირავებული ბინა…

როდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ მთავარის მეორეხარისხოვნისაგან განსხვავება?! როდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება ჩვენსავე მომავალზე აისახება და გვატრიალებენ როგორც უნდათ?!…

კაი ბატონო, ვიჩხუბოთ იმაზე, რომ ახალგაზრდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ უნდა იქეიფონ და ნუ დავინახავთ, რომ უფროსების დატრიალებულია ეს ტრაგედია… იმასღა ველოდები, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო…” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რუსუდან გოცირიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...