ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

დემოკრატიულ მსოფლიოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ადგილი აღარ რჩება – შალვა ნათელაშვილი

სენატორ ჯიმ რიშის მიერ აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ადგილი აღარ რჩება. როგორც შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს საკანონმდებლო პროექტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ მმართველმა ძალამ უნდა დაძლიოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნება:

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა დაარეგისტრირა ცვლილებები ამერიკის თავდაცვის აქტში, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის რეჟიმისათვის არამარტო საქართველოში, არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში აღარ რჩება ადგილი. დოკუმენტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისაგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას.

შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან იქნება, რომ მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა, ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობის და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისთვის.

მე მინდა მოვუწოდო რეჟიმის მმართველს, რუს ოლიგარქს, მის დამქაშებს, – თქვენ მიუღებელი გახდით არა მარტო ქართველი ხალხისათვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული