პარასკევი, მარტი 27, 2026
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდემოკრატიულ მსოფლიოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ადგილი აღარ რჩება...

დემოკრატიულ მსოფლიოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ადგილი აღარ რჩება – შალვა ნათელაშვილი

სენატორ ჯიმ რიშის მიერ აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის ადგილი აღარ რჩება. როგორც შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს საკანონმდებლო პროექტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ მმართველმა ძალამ უნდა დაძლიოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნება:

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა დაარეგისტრირა ცვლილებები ამერიკის თავდაცვის აქტში, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის რეჟიმისათვის არამარტო საქართველოში, არამედ მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში აღარ რჩება ადგილი. დოკუმენტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისაგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას.

შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან იქნება, რომ მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა, ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობის და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისთვის.

მე მინდა მოვუწოდო რეჟიმის მმართველს, რუს ოლიგარქს, მის დამქაშებს, – თქვენ მიუღებელი გახდით არა მარტო ქართველი ხალხისათვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო მღვდელმთავარზე, რომელიც ახალგარდაცვლილი პატრიარქის გლოვის ნაცვლად საკუთარ რეკლამინგზე მუშაობს”...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ სიტუაციაზე მიუთითებს...

“1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის უდანაშაულო დედა. ალბათ სასუფეველშიც საშვებით...

სასამართლოს მიერ, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის, წელიწადნახევრის ვადით...

“📢 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae)...

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ...

“პატრიარქის გზაზე სიარული იქნებოდა, გამოეცხადებინათ საყოველთაო ამნისტია” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ...

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში...