spot_img
მთავარისხვადასხვასესხებზე პროცენტის განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებამ როგორც ჩანს, კვლავ...

სესხებზე პროცენტის განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებამ როგორც ჩანს, კვლავ ააღელვა კალაძე და კვლავ მოგვიქსია მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალ საქართველოს“ ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების შესაგროვებლად კარავი აქვს გაშლილი. პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელმოწერების მიზანი არის კანონპროექტის შეტანა პარლამენტში, სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით და ახალგაზრდების აქტივობებიც, სწორედ ამას ემსახურება. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი განმარტავს, მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მოითხოვდნენ სრულიად კანონიერად განთავსებული კარვის დაშლას:

ვიმყოფებით ავლაბრის მეტროსთან. სესხებთან დაკავშირებით ახალგაზრდები ხელმოწერებს აგროვებენ, კანონის შესაბამისად, მერიას გავუგზავნეთ შეტყობინება. რატომღაც ბატონი კახა კალაძე ბანკების თემამ ძალიან ააღელვა. როდესაც დედაქალაქის მერი ხარ ხალხის მხარეს უნდა იდგე. ზედამხედველობის სამსახურიდან მოსული ერთ-ერთი ეკიპაჟი აბსოლუტურად უკანონოდ ითხოვდა კარვის აღებას, შემდეგ მოვიდა მეორე ეკიპაჟი და მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ კარვის აღებას და ჯარიმაა დაწერილი.

ეს არის ჩვეულებრივი აგიტაცია/კამპანია, ხელმოწერებს ვაგროვებთ საბანკო სესხების განახევრებაზე და ასევე, რაც პროცენტის პროცენტი დაარიცხეს პანდემიის დროს მოქალაქეებს, ამის ჩამოწერასაც მოვითხოვთ. ეს დათვლილი გვაქვს ამის ფინანსური რესურსი გვაქვს, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ანტიმონოპოლიური მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ამ საკითხზე კანონპროექტი გვაქვს მომზადებული და სწორედ ამ კანონპროექტისათვის ვაგროვებთ ხელმოწერებს. ის, კაბალური პროცენტები რაც დღეს გვაქვს არ შეგრჩებათ და კალაძე ვერ გიშველით,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ

პარტია „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა დიაროვის განმარტებით კარავი სრულიად კანონიერად არის დადგმული და უკვე სამი დღეა მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, სრულიად უსაფუძვლოდ, ემუქრებიან ახალგაზრდებს დაჯარიმებით და კარვის აღებით:

მოვიდნენ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და ახალგაზრდებს მოსთხოვეს კარვის აღება და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხევაში თავად აიღებდნენ კარავს.

მერიაში შეტყობინება გაგზავნილია კარვის განთავსებასთან დაკავშირებით, კანონი სხვა არანაირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, ერთადერთი რაც ჩვენ გვევალებოდა იყო შეტყობინების გაგზავნა, ამიტომ კარავი დგას სრულიად კანონიერად.

მესამე დღეა გვემუქრებიან, ხან ჯარიმის დაწერით, ხან კარვის აღებით, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს სრულიად კანონიერად იმ არასამართლიანი საშინელი კაბალური პირობების გაუქმებისათვის, რომელიც დღეს საბანკო მიმართულებით საქართველოში ხდება,” – აცხადებს ლაშა დიაროვი.

ინფორმაციისთვის, პარტიას კარავი ასევე აქვს მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმული და რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ახალგაზრდებს იგივე მოთხოვნას უყენებდნენ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...