spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?!...

ოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?! – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი აღვირახსნილი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ოცნებობდა და ლამობდა, რომ ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებზე არ მომხდარიყო შეთანხმება, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება მოხდა. ამ დღიდან ოპოზიციაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილს და გახარიას აკრიტიკებდნენ, დაიწყეს აღვირახსნილი თავდასხმა ოპოზიციონერ ლიდერებზე.

დავსვათ კითხვა – ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? – რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის. ასევე ამ ადამიანებთან მაქვს კითხვა: მართლა ოპოზიცია ჰგონიათ თავი?

ოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?! ან შეთანხმების წინააღმდეგ ბრძოლით გინდათ, რომ მოიპოვოთ ელექტორალური ბაზისი?! – უკაცრავად, მაგრამ ყველაფერს ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული საქმე.

აქედან გამომდინარე, გვარებსაც აღარ დავასახელებ, თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ოპოზიციის ლიდერების აღვირახსნილ უწმაწურ კრიტიკას შეეშვით და თუ მართლა ოპოზიციონერები ხართ, ისაუბრეთ იმაზე, რაც რეალურად ქვეყანაში ხდება და რა გაჭირვების და პრობლემის წინაშეც არის დღეს ხალხი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...