შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?!...

ოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?! – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი აღვირახსნილი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ოცნებობდა და ლამობდა, რომ ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებზე არ მომხდარიყო შეთანხმება, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება მოხდა. ამ დღიდან ოპოზიციაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილს და გახარიას აკრიტიკებდნენ, დაიწყეს აღვირახსნილი თავდასხმა ოპოზიციონერ ლიდერებზე.

დავსვათ კითხვა – ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? – რა თქმა უნდა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის. ასევე ამ ადამიანებთან მაქვს კითხვა: მართლა ოპოზიცია ჰგონიათ თავი?

ოპოზიციის ოპოზიციონერობით გინდათ ხალხის მხარდაჭერა და ხმები მოიპოვოთ?! ან შეთანხმების წინააღმდეგ ბრძოლით გინდათ, რომ მოიპოვოთ ელექტორალური ბაზისი?! – უკაცრავად, მაგრამ ყველაფერს ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული საქმე.

აქედან გამომდინარე, გვარებსაც აღარ დავასახელებ, თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ოპოზიციის ლიდერების აღვირახსნილ უწმაწურ კრიტიკას შეეშვით და თუ მართლა ოპოზიციონერები ხართ, ისაუბრეთ იმაზე, რაც რეალურად ქვეყანაში ხდება და რა გაჭირვების და პრობლემის წინაშეც არის დღეს ხალხი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“13 წლის მანძილზე პირველად აღიარა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან მარცხი” – თათია ნიკოლაშვილი

ყოფილი ძალოვნების მიმართვას მოქმედი კოლეგების მიმართავენ, რომ არ აღმართონ...

“ლეგიტიმაცია კი არა, უფრო უარესი არ აქვს “ქართულ ოცნებას” – ეს არის პრესტიჟი” –...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ლექტორი არჩილ გამზარდია კონკრერტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს "ქართულ...

“გვაბრუებენ ვითომცდა პატრიოტული ლოზუნგებით და ძეგლების აღმართვით!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით,...

“4 ოქტომბერს, რომელიც გამარჯვების დღეა, უპრეცედენტოდ ბევრნი უნდა ვიყოთ” – ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...