შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი ვაშაძეს ენმ ყველა თავისი რესურსით მხარს დაუჭერს – გრიგოლ ვაშაძე

გიორგი ვაშაძის მაჟორიტარობის კანდიდატურას გრიგოლ ვაშაძე მხარდაჭერას უცხადებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი შტაბის უფროსი იყო, შესაბამისად ენმ “ახალი საქართველოს” ლიდერს ყველა რესურსით მხარს დაუჭერს ისნის ოლქში:

ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს სპეკულაციებზე, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის.

მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა – ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. ენმ ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს. რაც უფრო ნაკლები იქნება დავა და კამათი ოპოზიციაში, მით უფრო წაადგება ეს ჩვენს საქმე,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის კომენტარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული