ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ამ უბედურების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა მაგისტრალზე – შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ არის წარდგენილი. იურისტის განცხადებით, საბა ჩხარტიშვილს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს:

მე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ვადასტურებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება საქმის ვითარებას, ფიზიკურად ამ მცირე დროში ვერ მოვახერხე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი. ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

დაკავების განჩინების მიხედვით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და გავმიჯნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა მაგისტრალზე, ის ამ დროს, დაახლოებით, სამი საათით ადრე იყო გადასული ლისზე, შესაბამისად მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და ბრალის მოცემულობიდან გამომდინარე, როგორც განჩინებაშია მითითებული, მას სახელმწიფო, სავარაუდოდ, მიედავება 126-ე მუხლით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის მეორე ნაწილის, ჯგუფური ძალადობის, დანაშაულის ჩადენაში,“ – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული