სამშაბათი, აპრილი 23, 2024

აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად

„აქციის დაშლისას ოთხ საათნახევრის განმავლობაში, შეკრების მონაწილეების მიმართ გამოიყენეს 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი; გაისროლეს 800-მდე რეზინის ტყვია,“ – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ომბუდსმენის თქმით 20-21 ივნისის დროს დაშავებული 40 მედიის წარმომადგენელიდან არცერთს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ცალკეულ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი როლის შეფასებაზე; არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე და არ ცდილობს დაადგინოს ან გამორიცხოს აქციის დაშლისას უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტები.

აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად, როდესაც ოთხ საათნახევრის განმავლობაში, შეკრების მონაწილეების მიმართ გამოიყენეს 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი; გაისროლეს 800-მდე რეზინის ტყვია. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. არც ერთ მათგანს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული