spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამიხარია, რომ წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში - ნანა...

მიხარია, რომ წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში – ნანა ტოხვაძე

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირბადის გარეშე მუშაობის შესაძლო დაშვებასთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს “ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის აბიტურიენტების ინტერესის შესაბამისად გადაწყვეტაში თავისი როლი ითამაშა პარტიის განათლების მიმართულების აქტივობებმა:

2020 წლის ეროვნული გამოცდების თარიღის გამოცხადებისთანავე, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით დავიწყეთ აქტიურობა. ჩვენთვის სრულიად ცხადი იყო, რომ შეთავაზებული კაბალური პირობა – დახურულ სივრცეში გამოცდების წერა პირბადის თანხლებით, არაჰუმანური და დაუდევარი მოპყრობა იქნებოდა 40000-ზე მეტი აბიტურიენტის, საერთო სამაგაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მოხვედრის მსურველისთვის.

ყველას კარგად გვესმის ისედაც ამხელა სტრესი და მღელვარება ახლავს ხოლმე გამოცდებს, თან როცა საუკეთესო შედეგის მიღწევა მთავარი ამოცანაა.

საჯაროდ და ხისტი განცხადებებით 2 კვირის განმავლობაში მივმართავდით გადაწყვეტილების მიმღებ ყველა უწყებას. საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ იმას, რომ გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა ამ მიმართულებით, რომ „აბიტურიენტებმა შესაძლოა ეროვნულ გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ“.

მიხარია, რომ ჩვენი აქტიურობით და საზოგადოებრივი აზრის მომწიფებით, წვლილი შევიტანეთ აბიტურიენტების შველაში.

მჯერა, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რაც მთავარია, ლეგიტიმური მოთხოვნის დაყენებისას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ერთსულოვანია,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...