spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც...

“ქართული ოცნების” გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშულია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის შესაფერისი პირობების მისაცემად. მინისტრი ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა სტატისტიკურ მაჩვენებელს 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, რათა გავიაროთ თითოეული პრობლემა და საკითხი, რაც მათ წინაშე შეიძლება დადგეს, გადავწყვიტოთ ყველაფერი ისე, რომ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია გვქონდეს მომავალში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია – 2020 წლის I კვარტალის მონაცემით ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...