შაბათი, ნოემბერი 1, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის, ეს...

ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის, ეს შენობა რჩება მხოლოდ “ავგიას” თავლად – ანა დოლიძე

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა, რის შესახებაც ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმებისთვის და არა ბინძური პიარ-გამოხტომები. ამ კამპანიის მთავარი მიზანია შექმნას ,,სეირი” იუსტიციის საბჭოში, რომელსაც შემდეგ პოპკორნით უყურებს კლანი და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება. მისი თქმით, ეს შენობა ვეღარ იქნება რეალური ასპარეზი მისი ბრძოლისთვის და ის ტოვებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას.

,,ამ ბინძური პიარ-კამპანიის მიზანია, ყველა შესაძლებლობის ფასად, საზოგადოების დღის წესრიგში არ დაუშვას იმ ძალების შექმნა, რომლებსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ კამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. მისი მოტივია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ამ შენობაში 2 წლის განმავლობაში მქონდა. მათ უნდათ შექმნან ,,სეირი” იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით უყურებს კლანი და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება.

მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლო რეფორმებისათვის, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარ-გამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია და რეალური მუშაობა განვითარებისათვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის. ეს შენობა რჩება მხოლოდ და მხოლოდ იმ ,,ავგიას” თავლად, რომელსაც სჭირდება დალაგება.

მე დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს“, — განაცხადა ანა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის მისამართით განაცხადა, რომ პირს, რომელსაც უკავია საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, აცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

საქართველოს პრეზიდენმა ანა დოლიძეს დროული და ღირსეული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“ვფიქრობ ძალიან მოუხდა მამუკა მდინარაძეს ახალი ამპლუა” – ლალი მოროშკინა

სუს-ის ბოლოდროინდელ აქტივობებთან დაკავშირებით, უწყების ხელმძვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისის საქმეზე გამოკითხეს

“ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან...