ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

6 ოლქში შეთანხმება მიღწეულია და ერთიანია ოპოზიცია, ხოლო ორი ოლქი ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციის ერთიანობთ თბილისის ექვს ოლქში შეთანხმება მიღწეულია, აღნიშნავს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერმა ლიდერმა თბილისის დარჩენილ ორ ოლქზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგიაა და როგორც კი ღირსეული კანდიდატები გამოჩნდებიან, აუცილებლად განაცხადებენ.

ოპოზიცია ერთიანია პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის გზა გამარჯვებისკენ, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ის, რაც ხალხს რა სურს და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. ამიტომ 6 ოლქში, რა თქმა უნდა, შეთანხმება მიღწეულია და ერთიანია ოპოზიცია, ხოლო ორი ოლქი ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ამ ეტაპზე დავტოვეთ ღია. შევხედავთ კიდევ ვის სურს პოლიტიკაში ჩართვა, ვინ უნდა შემოსვლა აქტიურ პოლიტიკაში იმისათვის, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება ქვეყანაში არა იმისათვის, რომ ოპოზიცია ვლანძღოთ და ორმაგი თამაშები ვითამაშოთ. ჩვენ ყველაფერს შევაფასებთ, როგორც კი ღირსეული კანდიდატი გამოჩნდება, ამის შესახებ ყველას ვაცნობებთ.

ცალმხრივი შეთანხმებები ვერ იარსებებს, შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი, მრავალმხრივი, ვისაც სურს თანამშრომლობა ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოვიდეს და ყველასთან ითანამშრომლოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული