ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან – მამუკა ხაზარაძე

ჯერ საარჩევნო სიაზე საუბარი ადრეა. „ლელო” პარტიის მშენებლობითაა დაკავებული, რათა როგორც არჩევნების დროს, ასევე შემდგომ პერიოდში, შევძლოთ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან პარტიაში ახალი სახეების შესაძლო შეერთების თაობაზე ისაუბრა და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს გამოიღებს მოლაპარაკებები ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას. ამ ეტაპზე ვაჯერებთ ჩვენ ხედვებს და სამოქმედო გეგმას. ასევე ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარიც. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობით ვართ დაკავებულები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული