spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაკითხით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება...

საკითხით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილების მიიღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “ევროპული საქართველო” აგრძელებს სპეკულაციებსა და ვაჭრობას,  მათი მხირდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება კი იქნებოდა ის, თუ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერდნენ მხარს:

შეთანხმების ნაწილი რომელიმე პატიმრის გათავისუფლება და მითუმეტეს მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ ხომ ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა არის გაცილებით კარგი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის? ამ საკითხზე შევანხმდით და საზოგადოებისა და საყოველთაო კონსენსუსიც იყო. ამ არგუმენტმა არ უშველა მათ გადაწყვეტილებას, არ მიეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში.

არც 8 მარტის შეთანხმების რეალურმა ტექსტმა უზრუნველყო ეს, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ გუშინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორი ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ უკვე გაჭრა და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც უნდა მიეღოთ, ამ ყველაფრის გარეშე.

ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ სამწუხაროდ და ვაჭრობენ. როგორც გუშინ ვთქვი და ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მხარდაჭერა და მგონია, რომ ასევე მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა ამ კანონპროექტისა. ეს არ შეეხება რომელიმე ერთ ან ორ პიროვნებას, ეს არ შეეხება რაღაცა კონკრეტულ სუბიექტურ საკითხს, რომელიც მხოლოდ მათ აინტერესებთ. ეს შეეხება ქვეყანას, ქვეყნის კონსტიტუციას, მის მომავალს და სამომავლო დემოკრატიულ განვითარებას.

ამ საკითხით სპეკულირება და შეთანხმების რეალური ტექსტის სხვაგვარი ინტერპრეტირება არავის გაუვა. ძალიან კარგია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელჩების მოწოდების შესაბამისად, თუმცა სანახევრო გადაწყვეტილება არ არის პასუხისმგებლიანი. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება და ჩვენც ამას ვიტყოდით, თუ ისინი იტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენაზე დაუჭერენ მხარს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...