ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ეს ნაბიჯი სწორი იქნებოდა...

არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ეს ნაბიჯი სწორი იქნებოდა – სერგეი გავრილოვი

“გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, 20 ივნისის აქცია რადიკალური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ.

მინდა გავიხსენო სიბრიყვე, რაც ჩემთან მიმართებაში გასულ წელს რადიკალების მხრიდან მოხდა. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა ჩვენს საუკუნოვან ძმობას პრობლემა არ შეექმნას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურთ. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ,” – აცხადებს სერგეი გავრილოვი.

20 ივნისის მოვლების ერთი წლის თავზე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ გასული წლის მოვლენები დესტრუქციული ოპოზიციის არასწორი ნაბიჯების ბრალია, რადგან მათ ჰქონდათ მცდელობა მშვიდობიანი აქცია თავიაანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკაც ვერ გაბედა, გადაწყვიტა თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები დაესაჯა.

2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ მითითება გასცა დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ. ივანიშვილ/გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავენ, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარეს,” – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

დღეს, 19:00 საათზე “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. აქციის მონაწილეები ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სავიზო შეზღუდვები არაა საკმარისი რუსული რეჟიმის მაცოცხლებლებისათვის. მკაცრი ფინანსური სანქციები უნდა ამოქმედდეს” – რომან...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ყველა რომ საკუთარ ამბიციებს და ეგოებს ზომავთ ამ ქვეყანაში, ეგებ ჯერ სახელმწიფოს ამბიცია განგვესაზღვრა!”...

ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის განსახილველად წამოწევას ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა...

“ივანიშვილი არც უძლეველია და არც ყოვლისშემძლე. დაყო და ბატონობს!!!” – თათია ნიკოლაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში...

“ჩვენ მოწმენი გავხდით რამდენიმეთვიანი ცრუ კამპანიისა, რომელშიც უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...