სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და...

ბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და არც თქვენ ზრუნავთ ხალხზე – თეონა ჭალიძე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ეხმიანება ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მთავრობის მეთაურს კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და პასუხს მოითხოვს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების გაუსაძლისი ყოფის გამო:

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შეჯამებისას გახარიამ დღეს უტიფრად განაცხადა: – ,,ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლზე, მის სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე და ამას ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს“.

ამას რომ აცხადებთ, ბატონო პრემიერო და თავს იწონებთ, რამხელა ცინიზმია. რომელ თითოეულ ადამიანამდე მიხვედით?! ათასობით ადამიანი რომ შიმშილობს ახლა და ამ წუთებში, ათასობით ადამიანი რომ უწამლოდ იტანჯება და ბევრი ადამიანი იმიტომ კვდება, რომ სამედიცინო პროცედურებისთვის თანხა არ აქვს – ესაა ადამიანებზე ზრუნვა?!

დიახ, თქვენ კარგად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანი არ არის ღირებული, მის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველაზე დიდ გასაჭირში მიატოვეთ ადამიანები. ესაა რეალობა და ეს იგრძნო ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე. თუ თითოეულ ადამიანზე იზრუნეთ, აბა ისინი ვინ არიან, ვინც ვერც პროდუქტი მიიღო სახელმწიფოსგან, ვერც კომუნალური შეღავათით ისარგებლა, ვერც თქვენს ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვდა?! ვინ არიან ეს ბავშვები თუ უფროსები, ესენი არ არიან ადამიანები?!

პანდემიის დროს საარსებო შემწეობის გარეშე რომ დატოვეთ ოჯახები და ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზებიც რომ ,,გამორთეთ“ ეგაა ადამიანებზე ზრუნვა?!

პროდუქტზე ფასები რომ გაიზარდა, ათასობით ადამიანი რომ უმუშევარი დარჩა, ქირას რომ ვეღარ იხდიან ოჯახები, ბანკები რომ ახრჩობენ ხალხს და თქვენ რომ ,,იმიტირებული დახმარებებით“ იწონებთ თავს და ხელს არ ანძრევთ ეგაა ზრუნვა?!

ასე რომ, ბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და არც თქვენ ზრუნავთ ხალხზე…” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, გდდ-ს ყოფილ...

“ამათ უნდა გავუყაროთ ბოლომდე, არ გამოდის სხვანაირად” – ნიკა გვარამია მმართველ პარტიაზე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...