ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, ხოლო მესამე 20 წლის ქართველი ახალგაზრდა

კორონავირუსით ინფიცირების ახალ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მარეხი ბექაიამ განმარტებით, კოვიდინფიცირების 3 შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ერთი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მცხეთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი ინფიცირების წყარო ბებია გახლავთ. აზერბაიჯანის მოქალაქეებს საზღვარზე სწრაფი ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, ხოლო შემდეგ ჰოსპიტალში PCR კვლევითაც დაუდასტურდათ:

ამ ეტაპისთვის 3 დადებითი პასუხია დაფიქსირებული, აქიდან 2 არის 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით, ორივე შემთხვევაში, დადასტურდა კოვიდ19.

ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას.

ყველანი არიან საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება აზერბაიჯანის მოქალაქეებს, მათზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს მოქალაქის ბებია ამჟამად მკურნალობს იგივე კლინიკაში, სადაც თვითონ არის გადაყვანილი, ანუ პირველწყარო ბებია იყო, რაც ჩემთვის არის ცნობილი”, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

Stopcov.ge – ის ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 879; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 724; მათ შორის გარდაცვლილი – 14 ადამიანი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული