spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციავარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებულ შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება 3 სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...