პარასკევი, აპრილი 19, 2024

თუ ყველას გაუჭირდა ბანკებს რატომ არ გაუჭირდათ, ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც იზრუნონ ადამიანების მომავალზე?! – გიორგი ვაშაძე

საბანო სექტორის ზე-მოგებას ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ 2020 წლის აპრილში, კრიზისის დროს, როდესაც ყველა გაღარიბდა ეროვნულმა ბანკმა 80 მილიონი ლარის მოგება დაწერა, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი, რომ ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და თუ მყისიერი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ქართული ეკონომიკის ჩამოშლაა მოსალოდნელი.

ხელში მიჭირავს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი, აპრილის თვის ანგარიში ქართულ საბანკო სექტორთან მიმართებაში. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ აპრილში, როცა ყველა გავღარიბდით, ყველას შემოსავალი შეგვიმცირდა, ქართულმა საბანკო სექტორმა დაწერა ზე-მოგება – 80 მილიონი ლარი, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილი მონაცემებს.

მეგობრებო, ეს არის უსამართლობა, როცა ყველა ვღარიბდებით და მთავარი თავის ტკივილი ყველასთვის ქვეყანაში არის კრედიტები და სესხები. ბანკები სესხის პროცენტის პროცენტს ახდევინებენ ადამიანებს, ანუ გადაუვადეს პროცენტი, მაგრამ დაუმატეს ეს პროცენტები შემდგომ ეტაპზე; მეორე – სამი თვის გადავადება ფაქტობრივად ვრცელდება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილზე.

მივმართავ ბატონ გახარიას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს – რა არის თქვენი ფუნქცია თუ არა ის, რომ ხალხის ინტერესები დაიცვათ. მივმართავ პოლიტიკურ ძალებს, ასევე ოპოზიციურ ძალებს გამოდით და დააფიქსირეთ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, რად გვინდა პოლიტიკა?! რაში გვაინტერესებს პოლიტიკა?!

ხალხის მხარეს თუ არ დავდექით ვერცერთ შემთხვევაში გავალთ შედეგზე ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უნდა ბოლომდე წაართვას ის უკანასკნელი ლუკმა-პური ადამიანებს, რაც აქვთ და ეს დოკუმენტი მიუთითებს, რომ ბანკებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩამოეწერათ გადავადებულ სესხებზე პროცენტი. 80 მილიონი მოიგეს აპრილში როცა ყველა გავღარიბდით.

თუ კრედიტებზე მყისიერი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ჩვენ გველოდება ქვეყნის გაბანკროტება. გაბანკროტდება ქართული ოჯახები, გაბანკროტდება ქართული ბიზნესი, ჩამოიშლება ეკონომიკა. ყველა ადმიანს ურეკავენ ბანკიდან და სთხოვენ უკვე გაზრდილი პროცენტების გადახდას. სამართლიანია ეს?! თუ ყველას გაუჭირდა ბანკებს რატომ არ გაუჭირდათ? ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც იზრუნონ ადამიანების მომავალზე?!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული