სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაერთო სია, ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც...

საერთო სია, ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა – შალვა ნათელაშვილი

საერთო ოპოზიციური სიის ფორმირებისა და არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გასვლის თაობაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებას ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად კეთილშობილური განზრახვისა სააკაშვილის წინადადება ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია.

მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ სურვილს კეთილშობილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად, მაგრამ აუცილებელია განვაცხადოთ შემდეგი:

პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა, მოახერხა გაერთიანება იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. შედეგები გრანდიოზულია. გადავანგრიეთ მაჟორიტარული მძარცველური სისტემა პოლიტიკურ იერარქიაში, განთავისუფლებულია პოლიტპატიმართა უდიდესი უმრავლესობა. მზადდება ხელისუფლების სრული დეორგანიზაცია და რეზორგანიზაცია და იმავდროულად ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობას და კერპების წარმოშობას.

საერთო სია, შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა მან დაყოს კვლავ პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად – თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად, წარსულად და მომავლად.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს, არ შეასრულოს და რამდენიმე თვეში, თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, დაგვემშვიდობოს,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

“ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?” – კახა...

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც...

“ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...