ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, რასთან დაკავშირებითაც სათანადო გადაწყვეტილება იქნება მიღებული – კახა კალაძე

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად დისკომფორტისა, აუცილებლობად მიაჩნია პირბადის ტარება დედაქალაქის მერს. კახა კალაძე, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ავტობუსებში მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობაზე, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული:

როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, სასიამოვნო არ არის პირბადით ყოფნა, მაგრამ ეს არი აუცილებელი იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მარშრუტი, განსაკუთრებით პიკის საათებში, დაახლოებით 15 მარშრუტი, სადაც დილით და საღამოს საათებში, ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და ორშაბათს მოგაწვდით ჩვენს ინფორმაციას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული