spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიააქტიური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შედეგად აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი...

აქტიური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შედეგად აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა. ადგილზე 65 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა და ვერტმფრენებმა ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს:

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგელონით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შემოვიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

ტყის მასივში იწვოდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხდა ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები,“ – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...