ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას...

კახა კალაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მემორიალთან დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

5 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო ის ღამე.

მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინაშე. ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვერილი, დახმარების თხოვნა, ცხოველების ხმა.

დანგრეული, გაუბედურებული იყო ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული, გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ.

მეორე-მესამე დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ძალიან დასაფასებელია.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მოხალისეს იმ თანადგომისთვის, რაც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს გამოიჩინეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

“სანაგვეზე მოსროლილი მოძალადე ქოცები – უბრალო ჭიაღუები ხდებიან…” – ხატია დეკანოიძე

შს სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...