შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს...

ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციასა და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს – გიორგი ვაშაძე

“პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს” თავმჯდომარე დადებითად აფასებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მაჟორიტარების შერჩევის წესისა და საერთო სიის ფორმირების თაობაზე. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ის და მისი გუნდი იყო და არის ერთ-ერთი ინიციატორი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე:

მე და “ახალი საქართველოს” გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე.

ვთვლით,ნებისმიერი იდეა და წინადადება, რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის.

შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციასა და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს.

ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება.

ძალა ერთობაშია მეგობრებო და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

“კარგად ჩანს როგორ სძულს ქოცპირუტყვს ცოტნე დადიანიც და საქართველოს გმირული ისტორიაც” – ლაშა ბაქრაძე

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე, რეჟისორ გიორგი თავართქილაძის...

“ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების...

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ექიმ...

“ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში” – ირაკლი ნადირაძის ლექსი

“ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება - ეს ერთობაადა ბევრი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...