პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო...

პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა – თეა წულუკიანი

როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე მოვუწოდოთ საზოგადოებას – ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა იმ პრევენციულ ზომებზე, რაც იუსტიციის სამინისტროში, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გაგრძელდება იმისთვის, რომ სისტემა ვირუსის შეტანისგან დაცული იყოს:

რა თქმა უნდა, გაგრძელდება ზრუნვა იმისათვის, რომ საპატიმროებში არ იქნეს ვირუსი შეტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო პატიმრებიც და მათი ოჯახებიც, რომ ხანმოკლე პაემნები, ამანათებისა და სხვა გზავნილების მიღება გაგრძელდება, თუმცა გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ამის მიღმა პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა.

დანარჩენი სისტემის ფარგლებში, იუსტიციელები გააგრძელებენ, როგორც აქამდე იყვნენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე სახლიდან მუშაობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება არის მკაცრად აუცილებელი.

ამით ჩვენ გვინდა მაგალითი ვაჩვენოთ ასევე კერძო სტრუქტურებს იმისათვის, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ იქნეს გამოძახებული, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...