ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოარაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება

რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება

რაჭული ლორის და გურჯაანის ატამის  სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია მზად არის და მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

Twinning -ის პროექტი  „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მე-2 წელია მიმდინარეობს და  მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი, რომელსაც საშუალება ეძლევა გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შექმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში  გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. 9 ივნისს (2020 წ.) გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა და კვარტლის ანგარიშის განხილვა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელება დასრულდა სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

Twinning -ის პროექტის ფარგლებში, კვარტალური გეგმით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან  ერთად ამ დროისთვის განხორციელდა შემდეგი:

  • შეფასდა საქართველოში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობა და მისი შესაბამისობა ევროკავშირის რეგულაციებთან;
  • შემუშავდა სახელმძღვანელოები ლაბორატორიებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების სერტიფიცირებისა და კონტროლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
  • ორი ახალი პროდუქტის, რაჭული ლორისა და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსიის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს მათ სამომავლო რეგისტრაციას, ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ გაერთიანებას,ასოციაციად ჩამოყალიბებას და თავად  პროდუქტის პოპულარიზაციას.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.

ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუცილებელია სწორი ფორმით სასკოლო განათლების დატვირთვა” – არჩილ გამზარდია

საგანმანათლებო სისტემაში სახელობო საქმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი, ჟურნალისტი...

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ...

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...