spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს...

სირცხვილია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ს კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმიანება, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პუტინის ახლო მოკავშირედ, ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენებული. დავით ზალკალიანი აუცილებლად მიიჩნევს, რომ მოხდეს მოკვლევა, თუ როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კონკრეტული აბზაცი, მეტად მნიშვნელოვან კვლევაში, სადაც საქართველოსთვის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი დებულებებია:

ჩვენ კიდევ გვექნება აუცილებლად დამატებითი კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან, აუცილებლად მოვიკვლევთ, თუ როგორ მოხდა და ვისი რეკომენდაციით, ეს ერთი აბზაცი, ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში, სადაც არის საქართველოსთვის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი დებულებები. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელია, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხდა.

ის ფაქტი, რომ მას პირველი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დადო თავის ფეისბუქ გვერდზე, ეს საყურადღებოა და ის გამოხმაურებები, რომლებიც მოვისმინეთ ოპონენტების მხრიდან, ამას პირდაპირ თარგმნიან მათ მხარდაჭერაში.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი და საერთოდ სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, მაშინ როდესაც არასდროს ასეთი სტაბილური საგარეო პოლიტიკური კუთხითა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით არ ყოფილა ქვეყანა,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის 13 წევრისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა დოკუმენტი სათაურით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, სადაც ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრეს ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირედაა ხსენებული და კონგრესმენების განცხადებით, ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...