ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ზეინაბ ბოცვაძის, სულიკო ჟღენტის, მთაწმინდის, ბორბალოს, სოლომონ ზალდასტანიშვილის, ტარიელის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, თხინვალის, ძმები კაკაბაძეების, გურიის, გიორგი გიგაურის, ზაალ ქიქოძის, პოლიკარპე კაკაბაძის, მაყაშვილის, გრიბოედოვის, ელიზბარ ზედგენიძის, ბესიკის, მესხის, რიწის, ბარნოვის, ლაღიძის, ჭავჭავაძის, ლიხის, დიმიტრი ყიფიანის, ჭონქაძის, ვანო სარაჯიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ვეძინის, ასათიანის, ცხემის, ზანდუკელის, თამაზ სეფერთელაძის და ჩაბალის ქუჩების მოსახლეობას.
7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, კოჯრის, შინდისის, კიკეთის, თელეთის და ბეთანიის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, გოთუას, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ფანჯიკიძის, ცაგერის, დები იშხნელების, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ცაგარელის, ჯანელიძის, გაგარინის და ლვოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

