spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში "ხელისუფალი" - ლევან...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე და მმართველ გუნდთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

აღებ-მიცემობაზე, ჩარტყმაზე, “ოცნების” შიდა დაჭმაზე და ივანიშვილის კარზე გამდინარე წყალზე.

რეჟიმი არის სუსტი, უსუსტესი, უსუსური!

ეს რომ ვაღიაროთ, მაშინ ჩვენ გამოვდივართ უფრო სუსტები, მშიშრები და ცხადია, ამის გამო ვიგონებთ, რომ აი ძლიერია რეჟიმი და ა.შ., ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი”.

ვაღიაროთ, რომ შარმანაშვილი, ზარქუა და წილოსანი გვჩაგრავს და ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?! მათი ძალა ჩვენს სისუსტეში, შიშშია!

300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს! ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა შეგვიძლია ერთად! ბრდღვნად არ გვეყოფა, მაგრამ გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…

საქართველოს ახლა რა უბედურებაც სჭირს, თანამონაწილეები ხართ ყველა ვინც არ მოქმედებთ და ეგუებით!

ახლა მდინარაძეზე…

გაუგებარ დისკუსიებში რატომ გადადიხართ?! ბიძინამ, მამუკა დანიშნა ფულის ამომღებად, რასაც უჭორიკნებდა, აბეზღებდა მის თანაგუნდელებს – მისცა “ვლასტი”, რომ ეს სიმართლეები დაემტკიცებინა და ბიძინასთან მიეტანა ფული…

ლილუაშვილისგან 200-300 მილიონი, ღარიბაშვილისგან 100-200 მილიონი, ფარცხალაძის ხალხისგან 400-500 მილიონი და ასე შემდეგ.

ბიძინამ მისცა უფლება, რომ “ამოეღო” ფული, “შეეწირა” ყოფილებისთვის და მიერთმია ბოსისთვის…

საუბარია შავ ფულზე, კრიპტოზე, სანქციებიდან ნაშოვნ სისხლიან ფულზე, ნარკოტიკებიდან მიღებულ მილიარდებზე და ა.შ.

ივანიშვილმა ამ ფულის სანაცვლოდ საკუთარი “შვილების” დარბევის, დაკავების, გაკულაკების უფლება მისცა მდინარაძეს – მიუხედავად ამხელა “ვლასტისა” მამუკამ ამ საქმეში “ჩაქიმა”…

მიტანის ნაცვლად, ძველი დალაგებული შავი ფულიც კი ვერ “აწია” და რეალური, მოქმედი გეგმა ვერ შეასრულა. ანუ, რაც ძველებიდან მისდიოდა ის სქემებიც კი ჩამოეშალა. ამასობაში გაუბაზრდა, რომ კრიმინალებმა და განსაკუთრებით ერთმა “ამოიდო” შენი მამუკა და იქით დაუწყო “წველა”, გაწეწვა.

პლუს, ბიძინას დაცინვა დაიწყეს შიდა საუბრებში და დროც გაექცა “მამუს”… დააკვირდით, ლილუაშვილის წინასწარი პატიმრობის 9 თვე სრულდება და მდინარაძის დროც ერთდროულად…

ვერც ფული მოატანინა მდინარაძემ და ვერც მასზე უკეთ დაალაგა ყაჩაღური, კრიმინალური სქემები…

რიჟვაძის მკვლელობის მცდელობა არ დაგავიწყდეთ, მანდ დიდ შარშია “გენერალი”, საქმე ისე მიდის, ვისაც სალამი აქვს ნათქვამი მამუკას ზედ დააყოლებენ.

ასეა, მაფიოზურ მმართველობაში ჩაიჭრა მდინარაძე და ივანიშვილი კუჭის წვენიდან ამოუღებს ბიტკოინებს.

და კობახიძე?! მანდ ბევრად სევდიანად არის საქმე…

ამ ამბები შემყურეები, პირღია კი არ უნდა ვუყურებდეთ ამას, არამედ ვმობილიზდეთ და გავაქტიურდეთ.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

სულის შებერვა სჭირდებათ და ნუ დავამადლით!

ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია!✊🏼🇬🇪“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...