შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ავალიშვილის ქუჩიდან გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით შეეძლებათ; თავისუფალი იქნება კეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა და თაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას შეძლებს.

ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ერისთავის, ბაზალეთისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით; ბაზალეთის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ვაკის პარკის ან ვარაზისხევის მიმართულებით; რამიშვილის ქუჩაზე ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებიდან მოხვედრა არაყიშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, საიდანაც მძღოლები მოძრაობას ჭაბუა ამერეჯიბის გზატკეცილზე გააგრძელებენ.

ამასთანავე, მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ერისთავის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა იქნება შესაძლებელი; გადაადგილება ასევე, თავისუფალი იქნება აბაშიძის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით; თამარაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და ბაგების მიმართულებით გადაადგილება თავისუფალი იქნება; ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობისას. ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა გადაადგილებისას თამარაშვილის ქუჩით ისარგებლებს;

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, 6-დან 20 ივნისის ჩათვლით, ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

N9, N59 ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობას ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან; N34, N61 მარშრუტები ბაგების მიმართულებით მოძრაობას საბურთალოს რაიონისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ; N51 ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებისას კი აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

რაც შეეხება N21 და N88 ავტობუსებს, ისინი საწყისი და ბოლო პუნქტებისკენ საბურთალოს რაიონის გავლით იმოძრავებენ; N85 ავტობუსი მოძრაობას ვაკის სასაფლაოს მხრიდან დაიწყებს და ჭავჭავაძის გამზირიდან ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩაზე მოხვდება; N87 ავტობუსის მარშრუტი ვაკის სასაფლაომდე იმოძრავებს და უკუმიმართულებისას, ასევე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით, მოძრაობას თავისუფლების მოედნისკენ გააგრძელებს.

N83 ავტობუსი თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარნოვის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ერისთავისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით მოხვდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, მეტროსადგურ „დელისს“დაუკავშირდება.

მიკროავტობუსების – N32, N35, N126, N137, N170, N202 მარშრუტები ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობისას, ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, უკუმიმართულებისას კი ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N15, N44, N73 და N128 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩის შემდეგ, მოძრაობას აბაშიძის ქუჩის ნაცვლად, ვაკის სასაფლაოს მიმართულებით გააგრძელებენ. უკუმიმართულებით კი ვაკის სასაფლაოს მხრიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

N4 მიკროავტობუსის მარშრუტი ბარნოვის ქუჩიდან ერისთავისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, თამარაშვილის ქუჩიდან უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ასევე, თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, თაქთაქიშვილის ქუჩით, აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს; N120 მიკროავტობუსის მარშრუტი მიშველაძის ქუჩას ჭავჭავაძის გამზირიდან თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...