ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე და თეონა ჭალიძე დევნილების დასახლებაში სოციალურად...

გიორგი ვაშაძე და თეონა ჭალიძე დევნილების დასახლებაში სოციალურად დაუცველების პრობლემებს ადგილზე გაეცნენ

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, თეონა ჭალიძესთან და სოციალური მიმართულების სამსახურის გუნდთან ერთად დევნილების დასახლებაში სოციალურად დაუცველები მოინახულეს და ამ ადამიანების უმძიმესი ცხოვრების პირობებს გაეცნენ. გიორგი ვაშაძემ მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს ასეთ ადამიანებს.

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით უმძიმეს პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა ვერ ისარგებლეს კომუნალურებზე არსებული სახელმწიფო შეღავათით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დევნილების კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის შეყვანილი და ამიტომ დანახარჯები ელექტრო ენერგიაზე მეტი აქვთ:

ვიმყოფები, დევნილების კომპაქტურად დასახლებულ კორპუსთან და ასევე სოციალურად დაუცველებთან ვაგზლის ტერიტორიაზე, ყოფილი რიკინიგზის საავადმყოფოს ეზოში. მთავარი პრობლემა აქვთ, რომ ყველამ ისარგებლა კომუნალური ვაუჩერებით, ამ ოჯახების გარდა, მაგალითად ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი და შესაბამისად ელექტრო ენერგიაზე მეტი დანახარჯია, სწორედ, ამიტომ ამ შეღავათებით ვერ ისარგებლეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს განცხადებების დაწერა და 25-ზე მეტი განცხადება უკვე დაიწერა.

დაწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს გახარია და მიაქციეთ ამ ადამიანებს ყურადღება, მობრძანდით და ნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, ხალხი არის გამწარებული,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მოსახელობა გიორგი ვაშაძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ ბევრი პრობლემა აქვთ, გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე აქვთ, ავარიული შენობაა და ბავშვების უსაფრთხოება, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი ცხოვრობს, არ არის დაცული. შენობაში არ არის ბუნებრივი აირი და შესაბამისად გადააჭარბეს დადგენილ ზღვარს და კომუნალური შეღავათებით მათ შორის ელექტროენერგიის შეღავათითაც ვერ ისარგებლეს.

„ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აღნიშნავს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ვერ ისარგებლეს კომუნალური შეღავათებით, შეაგროვებენ შესაბამის განცხადებებზე ხელმოწერებს და მთავრობის კანცელარიაში მიიტანენ:

ვინც ვერ ისარგებლა კომუნალური შეღავათით იმ სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს ვაწერინებთ და განცხადებებს შევიტანთ მთავრობის კანცელარიაში, რომ გაიგოს პრემიერ-მინისტრმა ასობით ოჯახი დარჩა ამ დახმარების გარეშე, იმიტომ რომ მხოლოდ დენი აქვთ და ბუნებრივი აირი არა, შესაბამისად გადააჭარბეს იმ ზღვარს რაც დადგენილი იყო.

ასევე ბევრი ოჯახია, რომელსაც ინდივიდუალური მრიცხველი საერთოდ არ აქვს და ლოგიკური იქნებოდა ეს შეღავათი ოჯახებზეც ყოფილიყო მიბმული და არა მხოლოდ მრიცხველებზე.

მოვითხოვთ ამ ოჯახებისთვისაც დახმარების გასაწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ჩვენი მოძრავი ოფისი დღეს კიდევ რამდენიმე მისამართზე მივა,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უამრავი სოციალური პრობლემაა, რა გადაეკიდეთ ოციოდე დარტყმულს!!! მორჩით!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თქვენი ყოფნა-არყოფნის საკითხია და ცოტა სერიოზულად მიუდექით გზავნილებს!” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, არჩევნებში მონაწილეობამიღებულ  ოპოზიციურ პარტიებს, გამაფრთხილებებლი მინიშნებებით...

“ორი რამ მაძლიერებს და მაძლებინებს ამ მძიმე ბრძოლაში ყველაზე მეტად” – მარიკა არევაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მარიკა არევაძე პირად განცდებზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...