spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს "მოძალადე" ან "ბარბაროსი"...

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები როგორ შევასუსტოთ!” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს კონკრეტული განმარტებებით და მინიშნებებით ეხმაურება სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი:

არ მინდოდა ამაზე დაწერა, მაგრამ მაინც, ზოგიერთს (მათ შორის, კარგ ადამიანს) მინდა ვუპასუხო კახეთის სასტუმრო „აგარანის“ ინციდენტთან დაკავშირებით.

ის მაინც თქვით, რომ ფიზკური ძალადობის ასეთი ხარისხი მიუღებელი და არაპროპორციული იყო! ამას გავიგებ და დაგეთანხმებით კიდეც (თავად გიორგი ჭიღლაძეც დაეთანხმა ამას). იმის მტკიცება, რომ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ (!) შემთხვევაში მიუღებელი და ბარბაროსულია, უარეს შემთხვევაში დემაგოგიაა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში – ფილოსოფოსობა, რომელსაც კონტექსტი და ცდასთან მიმართება საერთოდ არ აინტერესებს.

სოციოლოგის პოზიციიდან ვიტყვი, რომ ძალადობა ემპირიული ცვლადია, რომელსაც ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. ამ ფაქტორებიდან ზოგი ჩადენილ ძალადობას ამსუბუქებს, ზოგი ლეგიტიმურს ხდის (მაგალითად, ბრძოლის ველზე მტერი უნდა მოკლა), ხოლო ზოგი – დევიაციად ან დანაშაულად აქცევს. მოკლედ, ცდას/კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კახეთის ინციდენტში ძალადობის მაპროვოცირებელი არაერთი ფაქტორი ვნახეთ (მათ შორის, თავად რუსულენოვანი სტუმრების მიერ გავრცელებული ვიდეოთი) – ცინიზმი, აგრესია, ქორწილის ჩაშლის მცდელობა… და კი, აქ დამატებით მადეტერმინირებელ ცვლადად ის შემოდის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც მისი თავგასული მოქალაქეები „ცოცხლად“ განასახიერებენ.

ამდენად, დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს „მოძალადე“ ან „ბარბაროსი“ ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები როგორ შევასუსტოთ! ამას, პოლიტიკის ენაზე, მიგრაციის რაციონალური პოლიტიკა ჰქვია“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსების თავშესაფრად, სადაც ისინი შესანიშნავად მოშინაურდნენ და უკვე არა სტუმრად,...

რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით კონკრეტული ინიციატივა-შეთავაზება აქვს “კოალიცია ცვლილებებისთვის”  და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...