ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
1.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიპანდემიის შედეგად დაზარალებულისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად ყალბი დოკუმენტის...

პანდემიის შედეგად დაზარალებულისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კახეთში დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულის კომპენსაციის მისაღებად ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, თითოეულ დოკუმენტს კი 50 ლარად ასაღებდა. დაკავებული პირი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით,“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაშისტებს, ნაცისტებს, საბჭოთა რუსეთს, პუტინსაც კი არავინ გაუსამართლებია ტროტუარზე დგომისთვის” – გია ჯაფარიძე

ყოფილი დიპლომატის, ანალიტიკოსის, პოლიტიკის ექსპერტის გია ჯაფარიძის კონკრეტული შედარება...

“მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს” – კახა კალაძე

„ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ჩემი აზრით ამერიკელები უახლოეს ხანში ულტიმატუმს წაუყენებს ირანს და თუ აიათოლა არ დათანხმდება, მაშინ...

მიხეილ სააკაშვილი, ირანთან მიმართებაში აშშ-ს კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით, თავის...

“უნდა ამოწიო მუხრუჭი თორემ სადღაც წაიმტვრევ ადამიანი ცხვირს🥰” – ნანუკა ჟორჟოლიანი

წინა ხელისუფლებების დროინდელი პოლიტიკოსის, მიხეილ მაჭავარიანის ვაჟის, გასულ წელს...