კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიშეიარაღებულმა, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, რამდენიმე გასროლა...

შეიარაღებულმა, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, რამდენიმე გასროლა მოახდინა – ვაჟა სირაძე

თბილისში, ვარკეთილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართულიდან, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ადამიანთან. ვაჟა სირაძის  განმარტებით, მოსახლეობისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცულია:

ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში. ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც უმისამართოდ რამდენიმე გასროლა მოახდინა.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინ არ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა.

ოჯახის წევრები, შვილები და მეუღლე უსაფრთხოდ არიან. მამაკაცი მარტო არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც ახორციელებს გასროლას. ამ ეტაპისათვის ამ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

P.S. ვარკეთილში სპეცოპერაცია უკვე დასრულდა. დადგენილი და დაკავებულია პიროვნება, ვინც განახორციელა უმისამართო გასროლა. ის გახლავთ დავით ივანოვი, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი ოჯახის წევრებთან მიმართებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...