ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური შეფასებებით, ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“ძალიან განვიცდი ალეკოს მიმართ ჩადენილ ასეთ უსამართლობას. ბავშვობაში ერთ ეზოში ვცხოვრობდით, უკარგესი ბავშვი იყო, სულ პატარაობიდან მახსოვს, თავისი სამთვლიანი მწვანე ველოსიპედით მიდგას თვალწინ.
დიდობაშიც, პოლიტიკოსად ვის მოსწონდა და ვის არა, მეორეხარისხოვანია, მასზე არასდროს არავის უთქვამს, რომ ან კორუმპირებულია, ან ბოროტია, ან დაუნდობელია.
ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა.
დარწმუნებული ვარ, ბევრად ადრე გათავისუფლდება, ვიდრე მასზე შურისმაძიებლებმა ჩაიფიქრეს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

