spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ალეკო ელისაშვილის გასამართლება ტერორიზმის მუხლით არის პოლიტიკური ანგარიშსწორების...

“ალეკო ელისაშვილის გასამართლება ტერორიზმის მუხლით არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ტიპიური მაგალითი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი, მამუკა მდინარაძესა და ბიძინა ივანიშვილზე პირდაპირი მინიშნებებით და მმართველი გუნდის მხარდაჭერების მიმართ კონკრეტული მითითებებით, ეხმაურება ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას:

ალეკო ელისაშვილის გასამართლება ტერორიზმის მუხლით არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ტიპიური მაგალითი. არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ეს მამუკა მდინარაძის პირადი შურისძიებაცაა, ცხადია ბიძინა ივანიშვილის მიერ როგორც მინიმუმ ნებადართულ-წახალისებული.

ისე, ბიძინა, მდინარაძე და ზოგადად ხელისუფლება ერთია და ეს “ოცნების” მხარდამჭერები რომ გადმომდგარხართ და ტერორიზმი, ტერორიზმიო, გაიძახით, გასაგებია, რომ წიგნის კითხვა თქვენ არ გიყვართ (ან რაში გჭირდებათ?), ხელოვნური ინტელექტიც ეშმაკის მოგონილი გგონიათ, მაგრამ გუგლში მაინც ნახეთ ტერორიზმის განმარტება, ნახეთ, რა საჭმელია, რა სასმელი, რა მოხელე-ნაჩალნიკი და მერე ილაპარაკეთ ელისაშვილის “ტერორისტობაზე”, ხოლო თუ გუგლში ძიებაც გიჭირთ, ნათესავი, მეზობელი ან ნაცნობი მაინც გეყოლებათ ვინმე ორწიგნწანაკითხი და იმას ჰკითხეთ.

რა ტერორიზმი მართლა, ხომ კარგად ხართ?” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...